„დეტროიტი“ წელს ისევე როგორც გასულ სეზონზე აღმოსავლეთ კონფერენციაში პლეი ოფის საგზურისთვის იბრძოლებს.
მოგეხსენებათ, „პისტონსის“ ერთ-ერთი ლიდერი ბლეიკ გრიფინი 2018-19 წლების რეგულარულის ბოლოს დაშავდა. ამჟამად გრიფინი კვლავ რეაბილიტაციის პერიოდს გადის. კალათბურთელს რამდენიმე ტრავმა აწუხებს. აქედან გამომდინარე, გრიფინს სეზონის სტარტის გამოტოვება მოუწევს.
უკვე ცნობილია, რომ ბლეიკი გუნდთან ერთად ინდიანაში არ გაემგზავრა. სეზონის გახსნით შეხვედრას „პისტონსი“ ხვალ „ინდიანა პეისერსის“ წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.