“ლოს ანჯელეს კლიპერსის” კალათბურთელი ბლეიკ გრიფინი დღეიდან “დეტროიტ პისტონსის” ღირსებას დაიცავს.
ლოს ანჯელესური კლუბის 5 გზის “ოლ სტარ” ფორვარდის “პისტონსში” გადასვლის ამბავი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა უკვე დაადასტურა.
გრიფინის სანაცვლოდ “კლიპერსი” ევერი ბრედლის, ტობაიას ჰარისს და ბობან მარიანოვიჩს მიიღებს. ბლეიკთან ერთად დეტროიდულ გუნდში ვილი რიდი და ბრაის ჯონსონიც გადავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ სეზონის დაწყებამდე დოკ რივერსის გუნდი, ერთერთმა ლიდერმა, კრის პოლმა დატოვა. ამჯერად კი გუნდმა მეორე წამყვანი ფიგურა დაკარგა. ვარაუდობენ, რომ ლოს ანჯელესურ გუნდს ცენტრი, დეანდრე ჯორდანიც დატოვებს.