ბითაძის 9 წუთი „სან ანტონიოსთან“ - „ინდიანამ“ პოპოვიჩის გუნდი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
07:49, 02.11.2021
NBA-ში 2 ნოემბერს, გამთენიისას მორიგი შეხვედრები ჩატარდა. გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ „სან ანტონიო სპურსს“ უმასპინძლა, 131-118 დაამარცხა და ამ რეგულარულ სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ქართველი კალათბურთელი პარკეტზე პირველად მეორე მეოთხედის დასაწყისში გამოჩნდა და ჯამში 8:57 წუთი ითამაშა. ამ დროში მან მხოლოდ 1 მოხსნისა (შეტევაში) და 2 ჩაჭრის დაგროვება მოასწრო. გოგამ ორჯერ სცადა ბურთის კალათში ჩაგდება, ორივეჯერ პერიმეტრიდან, მაგრამ უშედეგოდ.
შეხვედრა, შეიძლება ითქვას, რომ პირველივე ტაიმში გადაწყდა, რადგან „პეისერსი“ დიდ შესვენებაზე 22-ქულიანი უპირატესობით გავიდა. საუკეთესო ლიეტუველი ცენტრი, დომანტასსაბონისი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი 24 ქულითა და 13 მოხსნით დააგროვა, მას სამმაგ დუბლამდე 4 პასი დააკლდა. ორმაგი დუბლი გაიფორმა ასევე ტიჯეი მაკკონელმა, რომლის ანგარიშზეც 10 ქულა და 10 პასია, „ინდიანას“ კიდევ ერთი ცენტრი, მაილს ტერნერი 19 ქულით გამოირჩა.
ეს ბითაძისთვის „ინდიანასთან“ კონტრაქტის გაგრძელების შემდეგ პირველი მატჩი იყო. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გუნდმა 22 წლის კალათბურთელის დატოვება გადაწყვიტა. კონტრაქტის მიხედვით კი ის მეოთხე წელს 4.76 მილიონ დოლარს მიიღებს.
„ინდიანა პეისერსი“ შემდეგ შეხვედრას 4 ნოემბერს „ნიუ იორკ ნიქსის“ წინააღმდეგ გამართავს.