ბითაძის 5 ქულა „ბრუკლინთან“ - „ინდიანამ“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
08:42, 30.10.2022
„ინდიანა პეისერსმა“ NBA-ის რეგულარულ სეზონში მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც „ბრუკლინ ნეტსს“ დაუპირისპირდა და სტუმრად 125-116 დაამარცხა. რიკ კარლაილის გუნდისთვის ეს ზედიზედ მეორე და ამ სეზონში მესამე გამარჯვებაა.
მაილს ტერნერს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, შესაბამისად, გოგა ბითაძეს შედარებით უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცა. მან 13:25 წუთი ითამაშა და ამ დროში 5 ქულის, 2 მოხსნის (1 შეტევაში), 1 პასისა და 1 ჩაჭრის დაგროვება მოასწრო. გოგამ 2-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო გამოიყენა. ის მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა და ბურთი არ დაუკარგავს.
შეხვედრის ბოლო მეოთხედამდე დაძაბული სიტუაცია იყო და „პეისერსი“ მხოლოდ 2 ქულით იგებდა. ბოლოს კი 9 ქულით მოახერხეს გაქცევა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ორივე გუნდის მხრიდან ყველაზე შედეგიანი 35 ქულით კაირი ირვინგი იყო, კევინ დურანტს 26 ქულა ჰქონდა. „ინდიანადან“ 18 ქულითა და 10 მოხსნით ორამგი დუბლი გაიფორმა აიზია ჯექსონმა, ბენედიქტ მატურინს 32 ქულა დაუგროვდა, ტაირიზჰალიბერტონის ანგარიშზე კი 26 ქულა იყო.
„ინდიანა პეისერსს“ 7 შეხვედრის შემდეგ 3 მოგება და 4 მარცხი აქვს. გოგა ბითაძის გუნდი 1-ელ ნოემბერს კვლავ „ბრუკლინ ნეტსს“ დაუპირისპირდება.