ბითაძის 10 ქულა და ეფექტური მოძრაობით ჩაგდებული ბურთი - „ინდიანა“ „შარლოტთან“ უშანსოდ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძის 10 ქულა და ეფექტური მოძრაობით ჩაგდებული ბურთი - „ინდიანა“ „შარლოტთან“ უშანსოდ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

„ინდიანა პეისერსმა“ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, ამჯერად დასავლეთ კონფერენციის მეოთხეადგილოსან „შარლოტ ჰორნეტსს“ უმასპინძლა და უშანსოდ დამარცხდა 97:114.

გოგა ბითაძე ამ შეხვედრაშიც გამორჩეული იყო და მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, საუკეთესო თავის გუნდში. ქართველ კალათბურთელს კვლავ მცირე დრო მისცეს სათამაშოდ, მაგრამ ახალგაზრდა ცენტრმა, როგორც ყოველთვის, თითოეული წამი მაქსიმალურად გამოიყენა. გოგამ 10 წუთი და 47 წამი ითამაშა და ამდროში 10 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში, 4 დაცვაში) და 1 პასი დააგროვა. მან საშუალოდ სროლები უნაკლოდ შეასრულა და სამიდან სამი ჩააგდო, პერიმეტრიდან ორიდან ერთი სროლა გამოიყენა, საჯარიმოს ხაზთან კი სამჯერ დადგა და კალათში ბურთი ერთხელ მოათავსა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბითაძემ შედეგიანობის მხრივ მაილს ტერნერსა და დომანტას საბონისს აჯობა, რომლებმაც შესაბამისად 31 და 27 წუთი ითამაშეს.

გოგას ამ შეხვედრაში რამდენიმე გამორჩეული მომენტი ჰქონდა, მაგრამ ერთ-ერთ ეპიზოდში მან მაყურებელს თავი დაამახსოვრა. მეორე მეოთხედში ბითაძემ ბურთი მეტოქის ფარქვეშ მიიღო და ეფექტური მოძრაობით ბურთი კალათში მოათავსა.

შეხვედრა „ჰორნეტსის“ უპირატესობით დაიწყო და პირველივე ტაიმში 11 ქულით წინ გავიდა. „პეისერსმა“ მესამე მეოთხედი 3 ქულით მოიგო, მაგრამ „შარლოტმა“ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა და მორიგი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.

 

ინდიანა – შარლოტი 97:114

 

ნეიტ ბიორკგრენის გუნდისთვის ეს შეხვედრა ორმაგად არასასიამოვნო აღმოჩნდა, რადგან მარცხის გარდა, ტრავმა მიიღო „ინდიანას“ ლიდერმა დომანტას საბონისმა, რომელსაც მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია.

მატჩში საუკეთესო 23 ქულითა და 10 მოხსნით მიკალ ბრიჯისი იყო, 17 ქულა ჰქონდა კოდი ზელერს, ტერი როზიესა და გორდონ ჰეივორდს, შესაბამისად 15 და 13 ქულა დაუგროვდათ. „ინდიანადან“ ყველაზე შედეგიანი კალვის ლევერტი იყო 17 ქულით, 13 ქულა გაიფორმა დაგ მაკდერმოტმაც.

პეისერსი“ 21 მოგებითა და 26 მარცხით მე-9 ადგილზე იმყოფება, გოგას გუნდი შემდეგ შეხვედრას 4 აპრილს „სან-ანტონიო სპრასის“ წინააღმდეგ გამართავს.