ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონზე მორიგი მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ინდიანამ“. „პეისერსი“ სტუმრად „იუტას“ დაუპირისპირდა და ხუთმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა (118-88).
ნეიტ მაკმილანმა გოგა ბითაძეს ამჯერად მეტი სათამაშო დრო დაუთმო. ახალგაზრდა ქართველი ცენტრი მოედანზე 10 წუთით გამოჩნდა და ამ დროის განმავლობაში ხუთი ქულა და ერთი მოხსნა დააგროვა. ბითაძემ ხუთიდან ორი ორქულიანი ჩააგდო. ორი საჯარიმოდან კი ერთი გამოიყენა.
„ინდიანა პეისერსს“ 44 მატჩის შემდეგ 28 მოგება და 16 მარცხი აქვს – გოგა ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 23 იანვარს „ფინიქსთან“ გამართავს.