ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“, რომელმაც „მემფისს“ 134:116 სძლია.
გამარჯვება უმთავრესად წინახაზელთა დამსახურება იყო: მაილს ტერნერმა 22 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, ხოლო დომანტას საბონისმა – 32 ქულა და 13 მოხსნა. შესაბამისად, გოგას სათამაშო დროდ მხოლოდ 7 წუთი ერგო, 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და თამაში სამი ქულით დაასრულა.
21 მატჩიდან 12 მოგებით ბითაძის თანაგუნდელები აღმოსავლეთის კონფერენციაში მეხუთე პოზიციაზე არიან.
„ინდიანა“ მომდევნო მატჩს მილუოკიში გამართავს – „ბაქსს“ 4 თებერვალს თბილისის დროით გამთენიისას დაუპირისპირდება.