ბითაძემ ახალი სეზონი დაიწყო - გოგა დაფარებებში საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT
11:49, 06.10.2021
6 ოქტომბერს სანდრო მამუკელაშვლთან ერთად თავისი შეხვედრა ჩაატარა გოგა ბითაძემაც, რომლის „ინდიანა პეისერსმა“ პირველი წინასასეზონო მატჩი „ნიუ იორკ ნიქსთან“ სტუმრად გამართა და 104:125 დამარცხდა.
ქართველი ახალგაზრდა ცენტრი მოსალოდნელზე უფრო ცოტა ხანი ათამაშეს, მან საერთო ჯამში პარკეტზე 11 წუთი და 44 წამი გაატარა. ამ დროში გოგამ 3 ქულის, 2 მოხსნის (ორივე დაცვაში) და 2 დაფარების დაგროვება მოასწრო, რაც ამ შეხვედრაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
მან ორქულიანი ერთხელ ისროლა და უშედეგოდ, პერიმეტრიდან კი სამი ცდიდან ერთი ბურთი ჩააგდო. ბითაძე მეტოქის წინააღმდეგ ორჯერ დაჯარიმდა და ერთხელ ბურთიც დაკარგა, მისი პარკეტზე ყოფნის პერიოდში „პეისერსმა“ ერთქულიანი უპირატესობა მოიპოვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ არაერთი ამერიკული გამოცემის აზრით, მისმა მთავარმა კონკურენტმა აიზია ჯექსონმა გოგაზე დიდი ხანი, 12 წუთი და 51 წამი ითამაშა, რა დროშიც მან 4 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა, +/- მაჩვენებელი კი თავისი გუნდის მხრიდან ყველაზე ცუდი -15 ჰქონდა.
ინდიანა VS ნიუ იორკი
მატჩში საუკეთესო ჯულიუსრენდლი იყო 20 ქულით, ერჯეი ბარეტს 17 ქულა ჰქონდა, „ინდიანას“ მხრიდან კი ყველაზე შედეგიანი კრის დუარტე იყო, რომელმაც 15 ქულა დააგროვა, ჯრუ ჰოლიდეის ანგარიშზე კი 13 ქულაა.
შემდეგ შეხვედრას გოგა ბითაძის გუნდი 9 ოქტომბერს „კლივლენდის“ წინააღმდეგ გამართავს და იმედი ვიქონიოთ, რომ რიკ კარლაილი ქართველ კალათბურთელს უფრო მეტ შანსს მისცემს.