„ინდიანას“ ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ ტრავმის გამო სამი მატჩი გამოტოვა. მიზეზი კი „ვაშინგტონთან” შეხვედრაში მიღებული ტვინის შერყევა იყო. გოგა ბითაძე დღეს მოედანს „ჰიუსტონთან“ შეხვედრაში დაუბრუნდა. „პეისერსმა“ მატჩი 111-102 წააგო, ქართველმა ცენტრმა კი პარკეტზე 18 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 6 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ბლოკი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, პასივში კი 2 პერსონალური ფოლი ჰქონდა.
პეისერსის რიგებში საუკეთესო ლიტველი დომანტას საბონისი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი (18 ქულა, 13 მოხსნა) გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ ინდიანას პირველივე მეოთხედში დაუშავდა ძირითადი გამთამაშებელი მალკოლმ ბროგდონი.
პეისერსს 12 მატჩში 7 გამარჯვება აქვსდა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა, მომდევნო მატჩს ინდიანელები 17 ნოემბრის დილას, თბილისის დროით 04:00 საათიდან, შინ, „მილუოკი ბაქსთან” ჩააატარებენ.