ბიორნდალენი - რუსეთი მსოფლიო ანტისადოპინგო სისტემას ისევ არ შეესაბამება
ლეგენდარულ ნორვეგიელ ბიატლონისტს ოლე ეინარ ბიორნდალენს მიაჩნია, რომ ჯერ არ მოსულა დრო იმისთვის, რომ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს უფლებები აღუდგინონ.
„ჩემთვის მთავარია, რომ სუფთა სპორტსმენებს ჰქონდეთ გამოსვლის საშუალება. იქამდე, სანამ სპორტსმენს დოპინგზე არ დაიჭერენ, რთულია მას გამოსვლა აუკრძალო. ვცდილობ, ამგვარი პრინციპი დავიცვა. მაგრამ, რუსეთთან მიმართებაში გაცილებით ფართო პრობლემაა. სოჭის თამაშების გარშემო გამოძიება მრავალი წელი მიმდინარეობდა, ზოგიერთი მომენტი კი დღემდე არ არის გარკვეული.
არ მიმაჩნია, რომ საკმარისად ვარ ინფორმირებული მკაფიო პასუხის გასაცემად, მაგრამ, ცხადია, რომ რუსეთი ჯერ ისევ არ შეესაბამება მსოფლიოს ანტისადოპინგო კოდექსს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა იყოს იმ სისტემის ნაწილი, რომელსაც ვენდობით. იმედია, რუსეთი მალე ისევ მჭიდროდ ითანამშრომლებს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსთან“, – ამბობს რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი.
რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს უფლებამოსილება 2015 წლის ნოემბერს შეუწყვიტეს. მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო 20 სექტემბერს განიხილავს რუსული მხარისთვის წევრობის აღდგენის საკითხს.