ბიატლონში მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონები – დარია დომრაჩევა და ოლე-ეინარ ბიორნდალენი ჩინეთის ნაკრების მწვრთნელები ხდებიან.
ცოლ-ქმარმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ჩინეთის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან. მათ უნდა მოამზადონ ბიატლონის ეროვნული ნაკრები 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის, რომელიც პეკინში გაიმართება.
„მოხარული ვართ გამოვაცხადოთ თანამშრომლობის დაწყების შესახებ ჩინეთის ბიატლონის ნაკრებთან. ეს არის ახალგაზრდა გუნდი, რომელსაც განვითარების მაღალი პოტენციალი აქვს. ჩვენ ვიწყებთ სამწვრთნელ პროცესს და ბედნიერები ვართ გავუზიაროთ მათ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება“, – განაცხადა 45 წლის ბიორნდალენმა.
ოლე-ეინარი მამაკაცთა ნაკრების დამრიგებელი იქნება, დომრაჩევა – ქალების.
ბიორნდალენი რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონია, მისი მეუღლე – ოთხგზის.
ნორვეგიელმა და ბელარუსმა 2016 წელს იქორწინეს. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ, რომელსაც პირველ ოქტომბერს სამი წელი შეუსრულდება.