ბიორნ იონსენი ნორვეგიულ გამოცემას ესაუბრა - გოლები ისევ გამაქვს, ცხოვრება კვლავ მშვენიერია და „ჰაიდუკში“ ამიტომ არ მივდივარ #1TVSPORT
ბიორნ იონსენს ნორვეგიულმა გამოცემამ, nrk.no-მ ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელი საუბრობს ნორვეგიის ნაკრებში დაბრუნების სურვილზე, კლუბზე, საქართველოზე და თუ რატომ აღარ სურს ხორვატიაში გადასვლა.
„ნორვეგიის ნაკრებში დაბრუნება? ცხადია, მსურს, ისევ ვიყო ამ ყველაფრის ნაწილი. 29-დან 32 წლამდე დიდი პერიოდი გამიცდა, ბევრი თამაში გამოვტოვე. ვგრძნობ, რომ მაღალ დონეზე ჯერ კიდევ არაერთი სეზონის ჩატარება შემიძლია, თუმცა დღეს ნორვეგიის ნაკრები ბევრად განსხვავდება იმ გუნდისგან, რომელშიც ვთამაშობდი. მარტინ ოდეგორი დღეს სულ სხვა ფეხბურთელია.
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა, ოდესმე ისევ მოვირგო ნაკრების მაისური. თუმცა მაღალ დონეზე თამაშის ამბიციები ჯერ კიდევ მაქვს. რა ვარიანტები მაქვს? ხორვატიაში „ჰაიდუკი“ მელოდება. „ტორპედო“ არ მიშვებს, თუმცა არც მე მსურს ისეთი გუნდიდან წასვლა, სადაც ყველაფერი რიგზეა და სადაც მეც მაღალ დონეზე ვთამაშობ.
საქართველოში ფეხბურთზე გიჟდებიან, ყველა უყურებს. თუმცა ჩემი მიზანი გაცილებით დიდია და ეს მაბედნიერებს. ორი წელია, სრული სეზონი არ ჩამიტარებია. დღეს კი საქართველოში ვარ და ვამტკიცებ, რომ მაღალ დონეზე თამაში ისევ შემიძლია.
საქართველო ძალიან სწრაფად ვითარდება. ეს ულამაზესი ქვეყანაა, საკვები, ქალაქები, ხალხი. ყველაფერი უკეთესი და უკეთესი ხდება“, – ამბობს ბიორნ იონსენი.