ბიორნ იონსენი - გვაქვს შანსი, ჩვენი ოცნებები რეალობად ვაქციოთ #1TVSPORT
ბიორნ იონსენი - გვაქვს შანსი, ჩვენი ოცნებები რეალობად ვაქციოთ #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების ბომბარდირმა, ბიორნ იონსენმა კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში, ეროვნულ ლიგაში დარჩენილი ორი წრის წინ გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა.

„თანაგუნდელებს განსაკუთრებულს არაფერს ვეტყვი – მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რაზე ოცნებობდით მაშინ, როდესაც პატარები ქუთაისში, თბილისსა და სხვა ქალაქებში ბურთს თამაშობდით.

ბავშვობაში ყველას გვიოცნებია ჩემპიონობაზე, გადამწყვეტ გოლსა და საგოლე გადაცემაზე. გახსოვდეთ თქვენი ცხოვრების ეს განსაკუთრებული მომენტები.

ახლა კი გვაქვს შანსი, ჩვენი ოცნებები რეალობად ვაქციოთ. უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და ვისიამოვნოთ მომენტით“, – განაცხადა ბიორნ იონსენი.