რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ოლე ეინარ ბიორდალენმა განაცხადა, რომ ნორვეგიულ არხ TV2-ზე ექსპერტად იმუშავებს.
„მე ძალიან მიხარია,რომ TV2-ზე მუშაობა შემომთავაზე. ბიატლონი ძალიან მიყვარს, შესაბამისად კიდევ მრავალი წლის მანძილზე შემიძლია მის განვითარებაში წვლილი შევიტანო.“- მოყავს ლეგენდის სიტყვები NTB-ს.
არხის სპორტული რედაქციის დირექტორმა, ბერარდ იანსენ ჰაგენმა განაცხადა, რომ ის და მისი გუნდი ძალიან გახარებულები არიან ბიორდალენის არხზე მისვლით.
„კარიერის დამთავრების შემდეგ ოლე ეინარი ძალიან მოთხოვნადია და წინადადებების ნაკლებობას არ განიცდიდა, ამიტომაც დიდ მიღწევად მივიჩნევთ იმ ფაქტს, რომ მან ჩვენი არხი აირჩია.“ – განაცხადა ჰაგენმა NTB-სთან საუბარში.
ბიორდალენი, თავის მეუღლესთან, დარია დომრაჩევასთან ერთად „საშობაო რბოლაში“ მიიღებს მონაწილეობას.