ბილის 60 ქულა „ვაშინგტონის“ რეკორდია - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა
11:34, 07.01.2021
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 11 მატჩი გაიმართა, რომელთაგან სანახაობრიობა არც ერთს მოჰკლებია. ქულების ფოიერვერკი მოაწყვეს „ფილადელფიამ“ და „ვაშინგტონმა“, რომელთა დაპირისპირებაში 277 ქულა დაფიქსირდა.
ამ შეხვედრაში გამოირჩა ვაშინგტონელი ბრედლი ბილი. მან 60 ქულით პირადი რეკორდი დაამყარა, ხოლო ეს მაჩვენებელი „ვიზარდსის“ რეკორდის გამეორებაა – 2006 წელს გილბერტს არენასმა სწორედ 60 ქულა მიითვალა.