მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი მწვრთნელით ნიკო კოვაჩით „დორტმუნდი“ დაინტერესდა.
გამოცემა „ბილდის“ ინფორმაციით, დორტმუნდული კლუბის ხელმძღვანელობას ბოლო თვეებში რამდენიმეჯერ ჰქონდა კონტაქტი ხორვატ სპეციალისტთან.
დღეისთვის, „დორტმუნდს“ სათავეში უდგას ლუსიენ ფავრი. მისი გუნდიდან გაშვების რისკი ბუნდესლიგის ბოლო ტურში „ბაიერნთან“ საშინაო წაგების შემდეგ გაიზარდა. ამ მოგების წყალობით, მიუნხენელებმა „დორტმუნდთან“ შვიდ ქულამდე გაზარდეს უპირატესობა.
ეს სეზონი „ბაიერნმა“ სწორედ კოვაჩის ხელმძღვანელობით დაიწყო. ხორვატი პოსტიდან 2019 წლის ნოემბერში დაითხოვეს და მას შემდეგ უმუშევარია.
ფავრის კონტრაქტი „დორტმუნდთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.