გერმანული გაზეთი „ბილდი“ ირწმუნება, რომ „დორტმუნდი“ მხოლოდ ნახევარი წლით დატოვებს მთავარი მწვრთნელის პოსტზე პეტერ შტიოგერს და მომავალი წლის ზაფხულში მწვრთნელი კიდევ ერთხელ შეიცვლება.
როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, დორტმუნდელების მოლაპარაკებები „ჰოფენჰაიმის“ მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანთან თითქმის დასრულებულია და სწორედ ეს 30 წლის სპეციალისტი ჩაიბარებს მომავალი სეზონისთვის „ბორუსიას“.
შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდმა“ დღეს დაითხოვა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პეტერ ბოში და მის ნაცვლად დანიშნა შტიოგერი, რომელიც, თავის მხრივ, ერთი კვირის წინ გაუშვეს „კიოლნიდან“. ავსტრიელის კონტრაქტი ახალ გუნდთან 2018 წლის ზაფხულამდეა ძალაში.