Bild - ჰაინკესი "ბაიერნში" 2019 წლამდე დარჩება
Bild - ჰაინკესი "ბაიერნში" 2019 წლამდე დარჩება

გერმანული გაზეთის Bild-ის ინფორმაციით, “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი კიდევ ერთი წელი აპირებს მიუნხენურ კლუბში დარჩენას.

72 წლის სპეციალისტი თითქმის მოელაპარაკა “ბაიერნის” ხელმძღვანელობას. რაც მთავარია, ჰაინკესმა ოჯახისგან მიიღო ნებართვა – 2018-19 წლების სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელოს გერმანიის ჩემპიონს.

როგორც Bild ამტკიცებს, ახალ კონტრაქტზე, ჯერჯერობით, ზეპირი შეთანხმებაა მიღწეული. ჰაინკესის მთავარი პირობა იყო სამწვრთნელო შტაბის სრული შემადგენლობით შენარჩუნება.

შეგახსენებთ, რომ ჰაინკესმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეცვალა კარლო ანჩელოტი, რომელიც სექტემბერში დაითხოვეს ცუდი შედეგების გამო.