მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელობამ გუნდის ვეტერან შემტევ ნახევარმცველებს – არიენ რობენსა და ფრანკ რიბერის ახალი კონტრაქტები შესთავაზა, – იტყობინება გაზეთი Bild. ჰოლანდიელისა და ფრანგის მოქმედი ხელშეკრულებები გერმანიის ჩემპიონთან ამ სეზონის ბოლომდეა ძალაში.
35 წლის რიბერიმ ამ სეზონში 28 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ექვსი გოლი და ორი საგოლე პასიც შეასრულა. 34 წლის რობენის ანგარიშზე შვიდი გატანილი გოლი და ექვსი შედეგიანი პასია 30 მატჩში.