Bild - ბაიერნი ნიკო კოვაჩის შემცვლელად ზიდანის, ბლანისა და ვენგერის კანდიდატურებს განიხილავს
მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა ბუნდესლიგაში თავისი კლუბისთვის შექმნილი მძიმე სიტუაციის გამოსწორებას სასწრაფოდ ცდილობს.
გაზეთმა Bild-მა დაწერა, რომ გერმანიის ჩემპიონის ბოსებმა, მთავარი მწვრთნელის – ნიკო კოვაჩის შესაცვლელადკანდიდატთა სია შეადგინეს.
ამ მომენტისთვის ცნობილია სამი პრეტენდენტი: ზინედინ ზიდანი, ლორან ბლანი და არსენ ვენგერი. ამ სპეციალისტებს დღეს სხვა საფეხბურთო კლუბებთან კონტრაქტი არ აკავშირებთ.
„ბაიერნს“ ოთხი ოფიციალური მატჩია არ მოუგია და ბუნდესლიგის გათამაშების ცხრილში, სენსაციურად მეექვსე ადგილი უკავია.
უფრო ადრე, „ბაიერნის“ პრეზიდენტმა – ული ჰიონესმა განაცხადა, რომ ხორვატი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ კოვაჩმა მიუნხენური კლუბი ივლისში ჩაიბარა.