“ბაიერნი” ზაფხულში აპირებს კონტრაქტი გააფორმოს ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდთან პაულო დიბალასთან, – ამტკიცებს Bild. გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის ჩემპიონი მზად არის 24 წლის არგენტინელში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ მიუნხენელთა უფროსები ამ ფორვარდს რობერტ ლევანდოვსკის პოტენციურ შემცვლელად განიხილავენ. პოლონელმა შესაძლოა, გუნდი 2017-2018 წლების სეზონის შემდეგ დატოვოს.
პრესის ინფორმაციით, დიბალას მიმართ ინტერესს ასევე “პარი სენ-ჟერმენი”, “ბარსელონა”, “რეალი” და “ატლეტიკო” იჩენენ.