ბილბაოში „​სპარტაკის“​ გულშემატკივრებს შორის არეულობას პოლიციელი ემსხვერპლა
ბილბაოში „​სპარტაკის“​ გულშემატკივრებს შორის არეულობას პოლიციელი ემსხვერპლა

მსხვერპლით დასრულდა ევროპის ლიგაზე “ბილბაოსა” და “სპარტაკის” მატჩის წინ მომხდარი არეულობა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსული გუნდის 400 გულშემატკივარმა, რომელიც “ბილბაოს” სტადიონთან უბილეთოდ მივიდა, ბოთლები და ფაიერები დაუშინა ბასკური დაჯგუფება Herri Norte-ს წევრებს, რის შემდეგაც, საქმეში პოლიცია ჩაერია.

არულობას სამართალდამცველი ემსხვერპლა. მას მოსკოვური გუნდის გულშემატკივრის მიერ ნასროლი ფაიერი მოხვდა, სიკვდილი კი გულის შეტევამ გამოიწვია.

მომხდარის შედეგად პოლიციამ ხუთი ადამიანი დააპატიმრა.