ოფიციალურად გამოცხადდა, რომ კორონავირუსი აქვს „ბილბაოს“ ფორვარდს ინიაკი უილიამსს.
„დღეს მაცნობეს კორონავირუსზე დადებითი ტესტის შესახებ. საბედნიეროდ, არანაირი სიმპტომები არ მაქვს და თავს კარგად ვგრძნობ. შინ უნდა დავრჩე თვითიზოლაციაში, სანამ ვირუსი არ გაქრება. მოუთმენლად ველოდები ამას, რადგან მინდა გუნდს მალე შევუერთდე“, – დაწერა საკუთარ „ინსტაგრამში“ უილიამსმა.
როგორც ირკვევა, საერთო ჯამში „ბილბაოში“ ექვს ადამიანს დაუდგინა კორონავირუსი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ესპანურ კლუბებში მასიურად ვრცელდება კორონავირუსი – დადებითი ტესტები დაფიქსირდა „ვალენსიაში“, „სევილიაში“, „ვილიარეალში“, „ბეტისში“ და „ბარსელონაში“.