„ბილბაოს“ ფორვარდი ინიაკი უილიამსი განას ნაკრებში ითამაშებს #1TVSPORT
„ბილბაოს“ ფორვარდმა ინიაკი უილიამსმა, რომელსაც ესპანეთის მოქალაქეობა აქვს, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ განას ნაკრებში ითამაშებს.
„ჩემმა მშობლებმა მაზიარეს იმ ღირებულებებს, რომელიც ეფუძნება თმენას, პატივისცემასა და სიყვარულს, მათ მასწავლეს ის, რომ ამ მუდმივი ბრძოლისას, ცხოვრებას ყოველთვის სახეში უნდა უყურო, უნდა გააგრძელო ზრდა და მუშაობა საკუთარი პიროვნებისა და პროფესიული თვისებების სრულყოფისთვის.
აი, ამიტომაც ვგრძნობ, რომ მოვიდა დრო – გავაცნობიერო ჩემი ფესვები და ის, თუ რას ნიშნავს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის აფრიკა და განა. მინდა დავიბრუნო პატარა ნაწილი იმისა, რაც განამ მომცა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში. დღეს იწყება დიდი გამოწვევა, დღეიდან დავიცავ განას ნაკრების ღირსებას“, – განაცხადა უილიამსმა.
გასულ სეზონში 28 წლის ფეხბურთელმა რვა გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.