ბილბაოს „ატლეტიკმა“ ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში „მალიორკა“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
ბასკებს ამ გამარჯვებამ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 45 ქულა მოუტანა მე-9 ადგილზე აიყვანა.
რაც შეეხება „მალიორკას“, კლუბის სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და გუნდი 26 ქულით, მე-18 პოზიციაზე იმყოფება.
გოლები გაიტანეს: რაულ გარსიამ (მე-16 წუთზე), სანსეტმა (24-ე წუთზე), ბუდიმირმა (70-ე წუთზე, პენალტით), ვილიალიბრემ (90-ე წუთზე).