ბიატლონში ქალებს შორის პირველი მედლები გათამაშდა (ვიდეო)

დასრულდა შეჯიბრი ბიატლონში ქალებს შორის. როგორც მოსალოდნელი იყო, მთავარი ბრძოლა გერმანელებსა და ნორვეგიელებს შორის გაიმართა. ოქროს მედალი გერმანელმა ლაურა დალმაიერმა მოიპოვა, რომელმაც დისტანცია 21 წუთსა და 6 წამში დაფარა, მეორე ადგილზე კი ნორვეგიელი მარტე ოლსბუ გავიდა, რომლის შედეგი 21 წუთი და 30 წამი იყო. რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, ის ჩეხმა სპორტსმენმა ვერონიკა ვიტკოვამ მოიპოვა.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)