ბიატლონი | სლოვენიაში სპრინტი მამაკაცებს შორის 10 კილომეტრზე ნორვეგიელმა ბომ მოიგო
დღეს, სლოვენიურ პოკლიუკაში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშების პირველ ეტაპზე, მამაკაცებს შორის სპრინტი (10 კმ) გაიმართა.
რბოლა 26 წლის ნორვეგიელმა იოჰანეს ბომ მოიგო. მან ერთი სროლა ააცდინა, მაგრამ სისწრაფის ხარჯზე უახლოეს მდევრებს მიახლოვების საშუალებაც არ მისცა. მისი დროა: 23წუთი და 46,3 წამი.
მეორე ადგილზე ფრანგი სპორტსმენი გავიდა, რომელიც გამარჯვებულს 16,1 წამით ჩამორჩა, მესამეზე კი რუსი ალექსანდრ ლოგინოვი.
მსოფლიოს საუკეთესო ბიატლონისტმა მარტენ ფურკადმა ყველასთვის მოულოდნელად ძალიან სუსტად იასპარეზა. რბოლის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ასეთი ცუდი გამოსვლის მიზეზი არ იცის. ფრანგმა მისთვის უჩვეულო 24-ე ადგილი დაიკავა.