ბიატლონი - რბოლა გამოდევნებით კაცებში ბომ, ქალებში კი კუზმინამ მოიგო
ბიატლონი - რბოლა გამოდევნებით კაცებში ბომ, ქალებში კი კუზმინამ მოიგო

ნორვეგიულ ქალაქ ჰოლმენკოლენეში მიმდინარე მსოფლიო თასის ეტაპზე ბიატლონში ორი ასპარეზობა გაიმართა – რბოლა გამოდევნებით კაცებში 12.5კმ-ზე და რბოლა გამოდევნებით ქალებში 10კმ-ზე.

კაცებში, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველობა ნორვეგიელმა იოჰანეს ბომ არავის დაუთმო, მეორე ადგილზე მისი ძმა ტარე ბო ვიდა, მესამე კი გერმანელი ფაიფერი იყო.

ქალებში პირველი ადგილისთვის ბრძოლა არ შედგა. რბოლა სლოვაკმა ანასტასია კუზმინამ დიდი უპირატესობით მოიგო, მეორე ადგილი გერმანიის წარმომადგენელმა ჰერმანმა მოიპოვა, მესამეზე კი შვედი ობერგი გავიდა.

დღეს მსოფლიო თასის ეტაპზე ორი რბოლა გაიმართება – მას-სტარტი კაცებში 15კმ-ზე და მას-სტარტი ქალებში 12კმ-ზე.