პეკინი 2022 | ბიატლონი საქართველოს პირველ არხზე - განრიგი და მონაწილეები #1TVSPORT
პეკინი 2022 | ბიატლონი საქართველოს პირველ არხზე - განრიგი და მონაწილეები #1TVSPORT

4-20 თებერვალს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ზამთრის ოლიმპიადა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ.

ოლიმპიადის სპორტის სახეობათა შორის ბიატლონი ერთ-ერთი გამორჩეულია. საქართველოს პირველი არხი ბიატლონის ყველა რბოლას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ:

5 თებერვალი | 13:00-14:30 შერეული ესტაფეტა 4×6 კმ
7 თებერვალი | 13:00-14:50 ქალები. 15 კმ. ინდივიდუალური
8 თებერვალი | 12:30-14:25 კაცები. 20 კმ. ინდივიდუალური 11 თებერვალი 13:00-14:20 ქალები. 7.5 კმ. სპრინტი
12 თებერვალი | 13:00-14:25 კაცები. 10 კმ. სპრინტი 13 თებერვალი 13:00-13:50 ქალები. 10 კმ. გამოდევნება 14:45-15:35 კაცები. 12.5 კმ. გამოდევნება
15 თებერვალი | 13:00-14:30 კაცები. ესტაფეტა 4×7.5 კმ 16 თებერვალი 11:45-13:15 ქალები. ესტაფეტა 4×6 კმ
18 თებერვალი | 13:00-13:55 კაცები. 15 კმ. მას-სტარტი
19 თებერვალი | 13:00-13:55 ქალები. 12.5 კმ. მას-სტარტი

პეკინის ოლიმპიადაზე ბიატლონში მამაკაცებში და ქალებშიც ძალიან საინტერესო დაპირისპირებები უნდა გაიმართოს.

2021/2022 წლების მსოფლიო თასზე მამაკაცებში საერთო ჩათვლას ფრანგი ქვენტინ ფილონ მაიე ლიდერობს, ქალებში კი სიის სათავეში ნორვეგიელი მარტა ოლსბუ როისელანდია. ბოლო წლების ყველაზე გამორჩეული ბიატლონისტი კაცი-ნორვეგიელი იოჰანე ბო, მართალია, მიმდინარე წელს ვერ აჩვენებს საუკეთესო შედეგებს, მაგრამ იგი პეკინში ნებისმიერ რბოლაში ფავორიტის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.

2021/2022 წლის მსოფლიო თასზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით ესტაფეტაში კაცთა შორის საფრანგეთის ნაკრები ოქროს მედლების მთავარი პრეტენდენტია, ისევე როგორც ძლიერი ნორვეგიის გუნდი. ამ დისციპლინაში ქალებში პირველობის შანსი რამდენიმე ნაკრებს თანაბარი ექნება.