ბიატლონი | მსოფლიოს თასის პირველი ეტაპის ინდივიდუალური რბოლა 20კილომეტრზე
დღეს სლოვენიურ პოკლიუკაში მსოფლიოს თასის პირველი ეტაპის ინდივიდუალური რბოლა (20კმ) მამაკაცებს შორის გაიმართება.
რბოლაში მონაწილეობას მიიღებს 110 ბიატლონისტი. პირველი სასტარტო ნომრით კორეის სახელით მოასპარეზე რუსი ტიმოფეი ლაპშინი გამოვა. მსოფლიოს საუკეთესო ბიატლონისტს მარტენ ფურკადს 22 ნომრიანი მაისური ერგო, ხოლო ნორვეგიელი იოჰანეს ბე 14 ნომრით დაიწყებს დაიწყებს.