ბიატლონი - ესტაფეტა 4x7.5 კმ, კაცებს შორის, შვედეთის ნაკრებმა მოიგო
ავსტრიულ ჰოხფილცენში მიმდინარე მსოფლიო თასის მეორე ეტაპზე, კაცებს შორის 4×7.5 კმ ესტაფეტა გაიმართა.
ძალიან დაძაბულ ბრძოლაში შვედეთის ნაკრებმა ამ რბოლის ფავორიტ ნორვეგიის გუნდს სძლია და ღირსეულად გაიმარჯვა. მეორე ადგილზე ნორვეგია გავიდა. მესამეზე კი გერმანიის ნაკრები.
შეგახსენებთ, რომ დღეს უკვე გაიმართა ქალთა 4×6.5 კმ ესტაფეტა, რომელიც იტალიის ნაკრებმა მოიგო. დღევანდელი კაცთა და ქალთა ესტაფეტებით დასრულდა ავსტრიულ ჰოხფილცენში მიმდინარე მსოფლიო თასის მეორე ეტაპი.