ავსტრიულ ჰოხფილცენში მიმდინარე მსოფლიო თასის მეორე ეტაპზე,ქალებს შორის 4×6კმ ესტაფეტა გაიმართა.
დაძაბულ ბრძოლაში იტალიის ნაკრებმა გაიმარჯვა. მეორე ადგილზე შვედეთი გავიდა, მესამეზე კი საფრანგეთის ნაკრები. შეგახსენებთ, რომ დღესვე გაიმართება კაცებს შორის 4×7.5კმ ესტაფეტა და ამით დასრულდება ავსტრიულ ჰოხფილცენში მსოფლიო თასის მეორე ეტაპი.