„ბეტისის“ ნახევარმცველი „მილანის“ ინტერესის სფეროში მოექცა
„ბეტისის“ ნახევარმცველი „მილანის“ ინტერესის სფეროში მოექცა

შესაძლოა, „ბეტისის“ ნახევარმცველმა ნაბილ ფეკირმა კარიერა „მილანში“ გააგრძელოს. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა „ასი“ ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, ესპანური კლუბის მიერ დასახელებული მინიმალური თანხა 40 მილიონი ევროა და, გარდა ამისა, კონტრაქტის მიხედვით, რომელიც სევილიელებმა ფეკირთან 2023 წლამდე დადეს, გამოსასყიდ თანხად 100 მიმლიონი ევროა გათვალისწინებული.

26 წლის ფრანგი „ბეტისში“ „ლიონიდან“ 2019 წლის ზაფხულში 20 მილიონ ევროდ გადავიდა და, თუ „მილანთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, „ლიონი“ თანხის 20 პროცენტს მიიღებს.

მიმდინარე სეზონში ფერიკმა „ბეტისის“ შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და ექვსი საგოლე პასი შეასრულა.

ამჟამად ესპანეთის ჩემპიონატი, მსგავსად თითქმის ყველა ევროპული პირველობისა, კორონავირუსის პანდემიის გამოა შეჩერებული.