ბესიკ თამლიანი - ჯიხურზე ასვლისას ხალხისგან ისეთი ემოციები იყო, რაღაც მომენტში წააგავდა, 42-ში ქანთარიამ რომ აწია დროშა რაიხსტაგზე და სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა
ბესიკ თამლიანი - ჯიხურზე ასვლისას ხალხისგან ისეთი ემოციები იყო, რაღაც მომენტში წააგავდა, 42-ში ქანთარიამ რომ აწია დროშა რაიხსტაგზე და სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულმა ბესიკ თამლიანმა მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა.

„თავიდან ჩემი განზრახვა ჯიხურზე ასვლა არ ყოფილა. ეს იყო იძულებული მოქმედება. როცა უკვე გადავედი ჯიხურზე, ხალხის ემოციები, ასეთი დადებითი შეფასება, რაღაც მომენტში წააგავდა, როდესაც 42-ში ქანთარიამ აწია დროშა რაიხსტაგზე და რაღაცა სიმბოლური, პერფორმანსული დატვირთვა ამას ჰქონდა; გავშალე ერთ ხელში უკრაინის დროშა, მეორე ხელში საქართველოს დროშა, გავშალე მიხეილ სააკაშვილის დროშა, თავისუფლება მიშას, დავიწყე საქართველოს ჰიმნის სიმღერა და ნაცვლად იმისა, რომ სამართალდამცველები ამყოლოდნენ, რატომღაც უფრო გაბრაზდნენ და დაიწყო აქტიური შეტევა“, – განაცხადა პროცესზე ბესიკ თამლიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბესიკ თამლიანს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატმა განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად, ბესიკ თამლიანი შიმშილობას იწყებს.

29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, დაცვის ჯიხურზე აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ბესიკ თამლიანი ავიდა, რასაც დაპირისპირება მოყვა. სამართალდამცველები მის ჩამოყვანას ცდილობდნენ.