საქალაქო სასამართლოსთან 29 ნოემბერს დაკავებულ ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
საქალაქო სასამართლოსთან 29 ნოემბერს დაკავებულ ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

სხდომაზე დაცვის მხარე თამლიანისთვის გირაო-ს შეფარდებას ითხოვდა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

პროკურორის განცხადებით, მიმალვისა და სხვა საფრთხეების თავიდან აცილება მხოლოდ უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიებით იქნებოდა შესაძლებელი.

ამასთან, ადვოკატმა განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად, ბესიკ თამლიანი შიმშილობას იწყებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, დაცვის ჯიხურზე აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ბესიკ თამლიანი ავიდა, რასაც დაპირისპირება მოყვა. სამართალდამცველები მის ჩამოყვანას ცდილობდნენ.