ბერნდ შტანგე - საქართველო ძალიან კარგი გუნდია და ბელარუსს ძალიან გაუჭირდება
ბერნდ შტანგე - საქართველო ძალიან კარგი გუნდია და ბელარუსს ძალიან გაუჭირდება
ცნობილმა გერმანელმა სპეციალისტმა ბერნდ შტანგემ ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსთან ბელარუსის ეროვნული ნაკრების შანსები ტელეკომპანია „სპორტ-კადრას“ ეთერში შეაფასა.
 
ბელარუსის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თავის ყოფილ გუნდს რთული შეხვედრა უწინასწარმეტყველა.
„ერთა ლიგა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის საუკეთესო შანსია ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორებიც არიან საქართველო, კოსოვო, მაკედონია და ბელორუსია. საქართველოსთან ძალიან რთული თამაშის იქნება. ამ გუნდის ბოლო ორი თამაში ვნახე – ეს ძალიან კარგი გუნდია. კოსოვოზეც იგივეს ვიტყვი, მაგრამ მე ოპტიმისტი ვარ და ამიტომ ბელარუსს წარმატებებს ვუსურვებ“ – განაცხადა შტანგემ ბელარუსულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში.
ბერნდ შტანგე წარმოშობით აღმოსავლეთ გერმანიიიდან არის და გდრ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელიც იყო. მუშაობდა იენის „კარლ-ცეისში“, „ჰერტაში“, „ლაიფციგში“, ბოლო წლებში კი ომანის, ერაყის, ბელარუსის, სინგაპურისა და სირიის ნაკრებებს ავარჯიშებდა.