ბერნდ შტანგე - დიდი ალბათობაა იმისა, რომ ბუნდესლიგა კვლავ შეჩერდეს
ბერნდ შტანგე - დიდი ალბათობაა იმისა, რომ ბუნდესლიგა კვლავ შეჩერდეს

გერმანული კლუბების, „ლაიფციგისა“ და „ჰერტას“ ყოფილმა მწვრთნელმა ბერნდ შტანგემ კომენტარი გააკეთა განახლებულ გერმანიის ჩემპიონატზე, რომელიც კორონავირუსის გამო ორი თვით შეჩერებული იყო.

„მე მიმაჩნია, რომ ფეხბურთის დაბრუნება ძალიან სარისკოა. დიდი ალბათობაა იმისა, რომ სეზონი კვლავ შეჩერდეს. ამ გადაწყვეტილებამ გერმანიაში, პოლიტიკოსებში, გულშემატკივრებში და სხვადასხვა სპორტსმენებში უკმაყოფილება გამოიწვია. ვირუსული სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში ბუნდესლიგა კვლავ შეჩერდება და ქულებს მიმდინარე ცხრილების მიხედვით დაითვლიან. მართალია, შეხვედრები უმაყურებლებოდ მიმდინარეობს, მაგრამ ფანატების უმეტესობა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მაინც შეიკრიბებიან, რამაც შეიძლება მდგომარეობა გაართულოს“ – განაცხადა შტანგემ ტელეარხ OHT-ს პირდაპირ ეთერში.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კოვიდ 19-ის 177 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ლეტალური შემთხვევა კი რვა ათასზე მეტია.