ბერნარდესკის სახლი გაძარცვას ფეხბურთელის მეგობარმა გოგონამ გადაარჩინა
იუვენტუსსა და ტორინოს შორის მატჩის მიმდინარეობისას, მძარცველებმა ფედერიკო ბერნანდესკის სახლის გაძარცვა სცადეს, მაგრამ ბერნანდესკის მეგობარი გოგონა სახლში დროზე ადრე დაბრუნდა და, კარი ღია რომ დახვდა, ყოველივე ეს მაშინვე ადგილობრივ პოლიციას შეატყობინა.
მისი სახლში მისვლის გამო მძარცველებმა ადგილი დატოვეს, თანაც ისე, რომ არაფერი წაუღიათ.
შეგახსენებთ, რომ ტურინული დერბი ფრედ, 1-1 დასრულდა. იუვეს მხრიდან გოლი კრიშტიანო რონალდომ გაიტანა, ხოლო ტორინოს მხრიდან მეტოქის კარის აღება ლუკიჩმა მოახერხა.