ბერლინის „უნიონი“ კორონავირუსის პანდემიით გათვალისწინებული ზომების დარღვევის გამო დააჯარიმეს
ბერლინის „უნიონი“ კორონავირუსის პანდემიით გათვალისწინებული ზომების დარღვევის გამო დააჯარიმეს

გერმანიის საფეხბურთო ლიგის (DFL) ხელმძღვანელობამ ჯარიმა დააკისრა ბერლინის „უნიონს“ იმის გამო, რომ გუნდმა ბუნდესლიგის 32-ე ტურის მატჩში „პადერბორნის“ დამარცხება (1:0) გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნა.

შეგახსენებთ, რომ მატჩის შემდეგ ბერლინელი ფეხბურთელები თავიანთი საშინაო არენიდან ქუჩაში გვავიდნენ, რათა გულშემატკივრებთან ერთად ეზეიმათ, რაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ საგანგებო ზომებს ეწინააღმდეგებოდა. ჯარიმა დაეკისრა როგორც კლუბს, ასევე პირადად ფეხბურთელებს კრისტოფერ ტრიმელსა და შერალდო ბეკერს. ჯარიმების ოდენობა არ სახელდება.

იტყობინებიან ასევე, რომ ორივე ზემოხსენებული ფეხბურთელი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება და კორონავირუსზე ორი უარყოფითი ტესტის ჩაბარებამდე ისინი ვარჯიშებს ვერ დაუბრუნდებიან.