გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ კოალიციური ხელშეკრულება დადო ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან ბერლინში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზე განაცხადის შესატანად.
„კოალიცია ადასტურებს, რომ მზად არის, გამოაცხადოს ბერლინი გერმანიაში ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩატარების პრეტენდენტად“, – წერია ერთობლივ განცხადებაში.
ბერლინს შეუძლია, იბრძოლოს 2036 წლის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის. 2024 წლის ოლიმპიადა პარიზში გაიმართება, 2028 წლის – ლოს ანჯელესში, 2032 წლის – ბრისბენში.
ბოლოს ბერლინმა 2000 წლის ოლიმპიადის ჩატარებაზე შეიტანა განაცხადი, მაგრამ არჩევნები წააგო სიდნეისთან.
აქამდე გერმანიამ ორჯერ უმასპინძლა ზაფხულის ოლიმპიადას – 1936 წელს ბერლინში და 1972 წელს მიუნხენში.