გიორგი ბერიძე უნგრულ „უიპეშტში“ წარმატებით დაბრუნდა და ორ შეხვედრაში უკვე 3 გოლის გატანა მოახერხა.
„უიპეშტი“ უნგრეთის თასის პირველ ეტაპზე გასვლაზე რანგით მესამე ლიგის „ივანჩას“ ესტუმრა და 4:0 დაამარცხა. გიორგი ბერიძე გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე გოლი გაიტანა, ხოლო სამ წუთში დუბლი შეასრულა. აღანიშნავია, რომ ორივე იდენტურად გავიდა – 23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ფლანგური გადაცემა დააგვირგვინა.
გიორგი ბერიძის ტრასფერი დღემდე ბელგიურ „გენტს“ ეკუთვნის, მაგრამ ამ კლუბში გიორგის სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და იჯარით ჯერ სლოვაკურ „ტრენჩინში“ ითამაშა, მერე „უიპეშტში“, ხოლო გასულ სეზონში – ბელგიურ „ლოკერენში“, რომელიც ზაფხულში გაკოტრდა და გიორგი უნგრეთში დაბრუნდა.