გიორგი ბერიძის „ანკარაგუჯუმ“ ურთულეს დაპირისპირებაში „ქონიასპორი“ 1:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გაიუმჯობესა.
ქართველის გუნდმა „ქონიასპორს“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლა. საქართველოს ნაკრების შემტევი „ანკარაგუჯუს“ სათადარიგოებში იყო და მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა. ეს ბერიძისთვის იშვიათი ამბავია, რადგან კლუბის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ითვლება, მიმდინარე სეზონში კი შეცვლაზე მხოლოდ მესამედ ითამაშა.
მატჩის ბედი გადაწყვიტა გოლმა, რომელიც გაიას ზაჰიდმა გაიტანა – ნორვეგიის ეროვნული ნაკრებში ნათამაშებმა შემტევმა ნახევარმცველმა, რომელიც წარმოშობით პაკისტანელია. მან „ქონიასფორის“ კარი 51-ე წუთზე აიღო.
„ანკარაგუჯუმ“ 20 ტურის შემდეგ 22 ქულა დააგროვა და მე-11 ადგილზეა, მაგრამ ერთი მატჩი მარაგში აქვს. ამ ტურში არ უთამაშია საბა ლობჟანიძის „ჰატაისპორს“, რომელსაც ორი მატჩი აქვს ჩასატარებელი.