უნგრეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში გიორგი ბერიძემ მორიგი გოლი გაიტანა და „უიპეშტს“ მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
„უიპეშტმა“ საშინაო არენაზე ბუდაპეშტის „ჰონვედს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. გიორგი ბერიძე მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და ანგარიში 65-ე წუთზე გახსნა – თანაგუნდელმა მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა და მან ამ შანსით ისარგებლა. გიორგიმ მიმდინარე სეზონში კორონავირუსის გამო ბევრი თამაში გამოტოვა, მხოლოდ 7 მატჩი ჩააატარა და სამი გოლი გაიტანა.
ბუდუ ზივზივაძის „ფეჰერვარმა“ კი „ქიშვარდას“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი სასტრატო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს – ბუდუს ამჯერად გოლი არ გაუტანია. ლაშა დვალმა კი შეუცვლელად ითამაშა „ფერენცვაროშში“, რომელმაც „ბუდაფოკს“ უმასპინძლა და 2:1 სძლია.
„უიპეშტმა“ კი 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და მეცხრე ადგილზე დაწინაურდა. „ფეჰერვარი“ 29 ქულით მეორეზეა და 9 ქულით ჩამორჩება „ფერენცვაროშს“, რომელიც უნგრული ფეხბურთის ბოლო წლების ლიდერია.