ბერიძემ „დებრეცენთან“ გაიტანა - უნგრეთში სამ ქართველს არ უთამაშია [ვიდეო] #1TVSPORT
ბერიძემ „დებრეცენთან“ გაიტანა - უნგრეთში სამ ქართველს არ უთამაშია [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის ჩემპიონატში მე-13 ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც ქართველების გუნდებმა ითამაშეს. მაგრამ სამწუხაროდ, 5 ფეხბურთელიდან მოედანზე მხოლოდ ორი გავიდა.

გიორგი ბერიძემ „უიპეშტში“ კარგი თამაში ჩაატარა და თავის გამოჩენა მოახერხა. 24 წლის ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და მე-20 წუთზე „დებრეცენთან“ საშინაო მატჩში ანგარიში ძალიან ეფექტური გოლით გახსნა, მისმა გუნდმა კი 3:1 მოიგო. ბერიძემ მიმდინარე სეზონში მე-3 გოლი გაიტანა.

 

ლუკა ლაკვეხელიანი „მეზოკოვეშდის“ განაცხადში იყო „ზალაეგერსეგისთან“ გასვლით მატჩში, მოედანზე კი 74-ე წუთზე გამოჩნდა. შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და ფრედ 1:1 დასრულდა.

სამწუხაროდ, „ფერენცვაროშის”და „ფეჰერვარის“ შეხვედრაში მოედანზე არც ერთი ქართველი ფეხბურთელი არ გასულა. განაცხადში მხოლოდ ლაშა დვალი იყო, მაგრამ უნგრეთის ჩემპიონის, „ფერენცვაროშის“ რიგებში არ უთამაშია, მისი თანაგუნდელი გიორგი ხარაიშვილი, ისევე როგორც „ფეჰერვარის“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე განაცხადში არ ყოფილან.

13 ტურის შემდეგ „ფერენცვაროში” (1 მატჩი მარაგში აქვს) 28 ქულით პირველ ადგილზეა, „ფეჰერვარი“ (20 ქულა) მეოთხეზეა, „მეზოკოვეშდი” (19 ქულა) მეხუთეა, ხოლო „უიპეშტი“ მაინც მძიმე მდგომარეობაშია და 11 ქულით ბოლო, მე-12 ადგილს იკავებს.