ბერიძე გენტმა 17 წლის ტალანტში გაცვალა - „ლოკერენში“ გამოსყიდვის უფლებით
ბერიძე გენტმა 17 წლის ტალანტში გაცვალა - „ლოკერენში“ გამოსყიდვის უფლებით

ბელგიურმა კლუბმა „გენტმა“ გიორგი ბერიძე იჯარით მესამედ გაუშვა – 22 წლის თავდამსხმელი ბელგიის რანგით მეორე დივიზიონის „სპორტინგ ლოკერენში“ ითამაშებს, რომლის ოფიციალურმა გვერდმა ქართველის ტრანსფერი დაადასტურა.

როგორც გაირკვა, კლუბებმა მოთამაშეები გაცვალეს. „გენტმა“ 17 წლის კონგოელი ტალანტი, ბელგიური პასპორტის მქონე დილან მბაიოლოკერენიდან“ დაიმატა, საპასუხოდ კი გიორგი ბერიძე დათმო.

„გიორგი ბერიძე „ლოკერენში“ ერთი სეზონი იჯარით ითამაშებს. ქართველი შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერი „გენტს“ 2015 წლიდან ეკუთვნის, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა. ბოლო წლებში ის იჯარით სლოვაკურ „ტრეჩინსა“ და უნგრულ „უიპეშტში“ თამაშობდა“, – წერს გამოცემა „ფუტბოლკრანტი“ (voetbalkrant).

ბერიძე „გენტმა“ ზაფხულში დაიბრუნა და მოსამზადებელ ეტაპზე ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში ექვსი გოლი გაიტანა, მაგრამ სეზონი დაიწყო, გიორგი კი „გენტის“ შემადგენლობაში აღარ ჩნდებოდა. საბოლოოდ, გუნდმა მაინც მისი გაშვება გადაწყვიტა – როგორც ჩანს, საბოლოოდ. „ფუტბოლკრანტის“ ინფორმაციით, სეზონის ბოლოს „ლოკერენმა“ ქართველის ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება მოიპოვა.