ბერიაშვილის „მეზოკოვეშდმა“ გამარჯვება ბოლო წამებზე მოიპოვა #1TVSPORT
ილია ბერიაშვილმა უნგრეთის ჩემპიონატში (ბანკ ლიგა) მორიგი შეხვედრა ჩაატარა „მეზოკოვეშდის“ შემადგენლობაში, რომელმაც საკუთარ სტადიონზე ბუდუ ზივზივაძის ყოფილ კლუბს, „ფეჰერვარს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
ბერიაშვილის გუნდი ახლახან ლუკა ლაკვეხელიანმა დატოვა და კლუბში მხოლოდ ერთი ქართველი დარჩა. „თელავის“ ყოფილი კაპიტანი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
პირველ ტაიმში „ფეჰერვარი“ 34-ე წუთზე დაწინაურდა. მასპინძლებს კასტრატიმ გაუტანა, მაგრამ ერთ წუთში წონასწორობა მასპინძელთა მოთამაშე ბასიროვიჩმა აღადგინა. 90+2-ე წუთზე კი დრაჟიჩმა სტუმართა კარი პენალტით აიღო და „მეზოკოვეშდს“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა 2:1.
უნგრეთის ჩემპიონატში ჩატარებული 19 ტურის შემდეგ „მეზოკოვეშდმა“ 23 ქულა დააგროვა, „ფეჰერვარს“ გადაასწრო და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო ლიდერთა სამეულს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.