ბერგამოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ანასტასია გუბანოვამ ოქროს, ნიკა ეგაძემ - ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
იტალიის ქალაქ ბერგამოში მიმდინარე „ჩელენჯერის“ საერთაშორისო ტურნირზე ანასტასია გუბანოვამ პირველი ადგილი დაიკავა.
ანასტასია მოკლე პროგრამაში 69.65 ქულით პირველი იყო, ხოლო თავისუფალი პროგრამის შემდეგ 195.60 ქულა მოაგროვა და ჩემპიონი გახდა. შეგახსენებთ, რომ გუბანოვამ თებერვალში გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც ოქროს მედალი მოიპოვა.
ვაჟთა შორის თავისუფალ პროგრამაში ქართველი მოციგურავის, ნიკა ეგაძის მიერ შესრულებული სამი ოთხმაგი ნახტომი და ერთი სამნახევარი აქსელი ტურნირის ნამდვილი აღმოჩენა იყო.
ორი პროგრამის ჯამში, ნიკა ეგაძე 243.35 ქულით ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა და პირველობა მხოლოდ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონსა და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელს, იუმა კაგიამას დაუთმო.