ბერძნული გამოცემა - ტაბიძე „პანაიტოლიკოსში“ რჩება, შენგელია გუნდს დატოვებს #1TVSPORT
ჯიმი ტაბიძე საბერძნეთის სუპერლიგის „პანაიტოლიკოსში“ დარჩება, ხოლო ლევან შენგელია, სავარაუდოდ, გუნდს დატოვებს, – ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Agriniara ავრცელებს.
„პანაიტოლიკოსის“ ქართველი ლეგიონერები ლევან შენგელია და ჯიმი ტაბიძე ამჟამად საქართველოს ნაკრებთან ერთად ემზადებიან ევრო 2024-ისთვის, რომელიც ივნისში გერმანიაში დაიწყება.
ახალი სეზონის დაგეგმვის კონტექსტში ეს ორი სრულიად განსხვავებული შემთხვევა „პანაიტოლიკოსისთვის“. ამ გუნდში გატარებული ორი სეზონის შემდეგ, როგორც ჩანს, შენგელია გუნდს დატოვებს.
შენგელიასგან განსხვავებით, არ არის გამორიცხული, რომ მეორე ქართველი ჯიმი ტაბიძე „პანაიტოლიკოსში“ გატარებული კარგი პერიოდის შემდეგ დარჩეს. გუნდის ხელმძღვანელობამ ტაბიძეს დარჩენა შესთავაზა იმაზე უკეთესი ანაზღაურებით, ვიდრე მას ჰქონდა დასრულებული სეზონის მეორე ნახევარში.
შეგახსენებთ, რომ „პანაიტოლიკოსმა“ ტაბიძეს კონტრაქტი იანვარში გაუფორმა, როდესაც დარწმუნდა, რომ მოედანზე ტრავმის შემდეგ დაბრუნდებოდა და ეს იმედები გაამართლა. ტაბიძე ფორმაში შევიდა და მწვრთნელის ნდობა მოიპოვა.
ეს ფაქტი აშკარად გამოჩნდა პლეი ოფის დროს, როდესაც მან ხუთი თამაში ჩაატარა და გაამართლა ის ნდობა, რომელიც „პანაიტოლიკოსში“ გამოუცხადეს. ახლა გუნდში ტაბიძის პასუხს ელიან“, – წერს ბერძნული გამოცემა.