ბერძნული გამოცემა - საქართველოს ნაკრები დისციპლინირებული გუნდია, რომელსაც ჩავარდნა არ ჰქონია #1TVSPORT
ბერძნული გამოცემა - საქართველოს ნაკრები დისციპლინირებული გუნდია, რომელსაც ჩავარდნა არ ჰქონია #1TVSPORT

ბერძნული გამოცემის, Gazzetta-ს ჟურნალისტი ვასილი სამბრაკოსი საქართველოსა და საბერძნეთის მატჩზე წერს და იმ მიზეზებზე ამახვილებს ყურადღებას, რის გამოც მათი გუნდი დამარცხდა.

„საბერძნეთის ნაკრებმა დიდი მიზნისკენ სვლა რამდენიმე წლის წინ ჯონ ვან’ტ სხიპის ხელმძღვანელობით დაიწყო და გუსტავო პოიეტის თავკაცობით გააგრძელა – ურუგვაელმა მწვრთნელმა შეინარჩუნა ძირითადი ბირთვი, რომელიც გუნდში დახვდა.

საბერძნეთის ნაკრები ახლა აღმავლობის გზაზეა, მაგრამ თბილისური ფინალის მოსაგებად მხოლოდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა – მონდომების გარდა, საჭირო იყო ინდივიდუალური თვისებები, რაც მსგავსი დონის მეტოქეებთან უპირატესობას შექმნიდა.

საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე დისციპლინირებული გუნდია, რომელსაც ჩავარდნა არ ჰქონია. მათ საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასეს, სანიოლი გუნდს პრაგმატულად ათამაშებდა.

საბერძნეთის ნაკრებს ისეთი ფეხბურთელები სჭირდებოდა, რომლებიც თამაშის საკუთარ თავზე აღებას შეძლებდნენ, მაგრამ, კონსტანტილიასის გარდა, ამის მცდელობა არავის ჰქონია. ჩვენს გუნდს უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ არ იცოდა, ის როგორ გამოეყენებინა“.