ბერძნული გამოცემა - „ანორთოსისიდან“ ნინუას პაოკ-ში დაბრუნება გადაწყვეტილი არ არის #1TVSPORT
ნიკა ნინუას თემურ ქეცბაიას „ანორთოსისიდან“ შესაძლო წასვლის შესახებ ბერძნულმა გამოცემა metrosport-მა წერილი გამოაქვეყნა და მოულოდნელი სცენარი გამოამზეურა.
„გავრცელდა ცნობა ნიკა ნინუას პაოკ-ში დაბრუნების შესახებ, თუმცა „ანორთოსისში“ მისი იჯარის ვადა ზაფხულში იწურება. რა ბედი ეწევა ნინუას სალონიკის კლუბში დაბრუნების შემთხვევაში? metrosport.gr-ის ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ და ეს იქნება დამოკიდებული ნიკას მდგომარეობაზე, თუ რამდენად სწრაფად გამოჯანმრთელდება. 22 წლის ქართველ ნახევარმცველს მუცლის პრობლემა აქვს და ბოლო 2,5 თვეა შერეულ პროგრამას გადის მკურნალობითა და სპეციალური ვარჯიშებით“, – წერს ბერძნული გამოცემა.
რაც შეეხება metrosport.gr-ის დაანონსებულ მოულოდნელ სცენარს, ვკითხულობთ, რომ ჯერ საბოლოოდ ნინუას „ანორთოსისიდან“ წასვლა გადაწყვეტილი არაა.
„ნინუამ კვიპროსის ჩემპიონატში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა, ბოლო შეხვედრა 25 სექტემბერს ლიმასოლის „არისთან“ ჩაატარა. ოთხშაბათს თავად მოთამაშემ განაცხადა, რომ (მას კონტრაქტი პაოკ-თან 2024 წლამდე აკავშირებს) მალე სათამაშოდ სრულ მზადყოფნაში იქნება. თუმცა ჯერ კიდევ გასარკვევია, პაოკ-ი და „ანორთოსისი“ რას გადაწყვეტენ – ის კვიპროსში დარჩეს თუ სალონიკში დაბრუნდეს“, – წერს metrosport.gr.